გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი მცხეთის სასამართლოში სხდომათა დარბაზის ინფრასტრუქტურის გამართვას ითხოვს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი დღეს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს, ეკატერინე კულულაშვილს ხვალინდელ პროცესთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მამულაშვილი განმარტავს, იმისათვის, რომ დაცვის უფლება სრულყოფილად განახორციელონ, სხდომათა დარბაზის ინფრასტრუქტურა გამართული უნდა იყოს. ადვოკატის თქმითვე, იმ შემთხვევაში, თუკი, სასამართლოს სხდომათა დარბაზის მოწყობის რესურსი სასამართლოს არ გააჩნია, პროცესები თბილისში გადაიტანონ, ან მათ დართონ ნება, რომ თავად უზრუნველყონ ინფრასტრქუტურა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხვალ, 10 სექტემბერს, 12:00 საათზეა დანიშნული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა