მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ხუთი ათეულიც რომ იყოს, ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ხუთი ათეულიც რომ იყოს, ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება და სერიოზული გარდაქმნები არ დასჭირდება.

მისივე თქმით, დღეს არსებული მონაცემები საშიშროების საფუძველს არ იძლევა.

„ასეთი მონაცემები არ იძლევა საშიშროებას, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამ მონაცემებს ვერ გაუმკლავდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე მეტი რაოდენობა არ განვითარდეს. სამი ათეული, ოთხი ათეული თუ ხუთი ათეული არის ის მონაცემები, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება და არ დასჭირდება სერიოზული გარდაქმნები. უბრალოდ საუბარი მიდის იმაზე, რომ არსებული მატების გამო რეგულაციები შესრულდეს და თუ არ სრულდება, მის კონტროლზე და აღსრულებაზე უნდა იყოს სიმკაცრე გამოვლენილი“, - განცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაია აღნიშნავს, რომ ინფიცირებულთა რიცხვის შემცირების პერიოდშიც სიფხიზლე და რეგულაციების მკაცრად დაცვაა საჭირო.

„მონაცემთა შემცირების პერიოდშიც არ უნდა მოგვიდუნდეს სიფხიზლე. ჩვენი ცხოვრების წესი covid-19-თან დაკავშირებით, უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებლად რეგულაციების აღსრულებას ითხოვს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო