კონკურენციის სააგენტომ კომპანია "ალგორითმის" მომართვის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, შპს ,,ალგორითმის“ წარმომადგენლის მიერ შემოტანილი საჩივრის საფუძველზე, რომელიც არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ქმედებების შესაძლო ფაქტს ეხება, მოკვლევა დაიწყო.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, მომჩივანი სააგენტოში წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ადგილი აქვს კონკურენტი კომპანიის სახელითა და რეპუტაციით სარგებლობას, განხორციელდა დომეინ მისამართის მისაკუთრება, არის მსგავსება ლოგოებსა და კონკურენტი ეკონომიკური აგენტების სარეგისტრაციო მისამართებს შორის.

„საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სააგენტოს კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, საჩივარში დასმული საკითხების დეტალურ შესწავლას განახორციელებს.

კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს 1 მოკვლევა დაასრულა, სადაც დაფიქსირდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყების ფაქტი, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრა შესაბამისი სანქცია. ამ დროისათვის, მიმდინარეობს 4 მოკვლევის პროცესი. ამავე პერიოდში, კონკურენციის სააგენტომ 5 ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, მიმდინარეა 3. გაიცა 1 თანხმობა ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ”,-აღნიშნავენ კონკურენციის სააგენტოში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

კონკურენციის სააგენტომ კომპანია "ალგორითმის" მომართვის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, შპს ,,ალგორითმის“ წარმომადგენლის მიერ შემოტანილი საჩივრის საფუძველზე, რომელიც არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ქმედებების შესაძლო ფაქტს ეხება, მოკვლევა დაიწყო.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, მომჩივანი სააგენტოში წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ადგილი აქვს კონკურენტი კომპანიის სახელითა და რეპუტაციით სარგებლობას, განხორციელდა დომეინ მისამართის მისაკუთრება, არის მსგავსება ლოგოებსა და კონკურენტი ეკონომიკური აგენტების სარეგისტრაციო მისამართებს შორის.

„საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სააგენტოს კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, საჩივარში დასმული საკითხების დეტალურ შესწავლას განახორციელებს.

კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს 1 მოკვლევა დაასრულა, სადაც დაფიქსირდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყების ფაქტი, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრა შესაბამისი სანქცია. ამ დროისათვის, მიმდინარეობს 4 მოკვლევის პროცესი. ამავე პერიოდში, კონკურენციის სააგენტომ 5 ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, მიმდინარეა 3. გაიცა 1 თანხმობა ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ”,-აღნიშნავენ კონკურენციის სააგენტოში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო