რუსეთის საგარეო უწყება „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებას ეხმიანება

რუსეთი ჯერ კიდევ ელის გერმანიიდან ალექსეი ნავალნის სამედიცინო შემოწმების შესახებ მონაცემებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რითაც უწყება „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ისინი ჯერ კიდევ ელოდებიან ინფორმაციას, ბიოქიმიური კვლევების შედეგების ჩათვლით, რომელიც რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ 27 აგვისტოს მოითხოვა.

ცნობისათვის, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც დიპლომატები რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტს უმკაცრესად გმობენ და რუსეთს პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და დასჯისკენ მოუწოდებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა