ამირან გამყრელიძემ იმ მოქალაქეებს მიმართა კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარონ, ვინც საკონდიტრო „დონაში“, რესტორან „მრავალჟამიერში“ და სასტუმრო „ოაზისში“ იმყოფებოდა

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ იმ მოქალაქეებს მოუწოდა კორონავირუსზე ტესტირების ჩატარებისკენ, ვინც ბათუმში, საკონდიტრო „დონაში“, რესტორან „მრავალჟამიერში“ და სასტუმრო „ოაზისში“ იმყოფებოდა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ახალ კორონავირუსზე ტესტირება კიდევ უფრო გაფართოვდება, აქტიურად დაიგზავნება გამაფრთხილებელი შეტყობინებები.

„დაიგზავნა სამთავრობო შეტყობინება, სადაც წერია, რომ ბათუმში, საკონდიტრო „დონაში“ 20 აგვისტოს შემდეგ ნამყოფი პირები სასურველია, სამედიცინო დაწესებულებებში მიბრძანდნენ და ტესტირება ჩაიტარონ.

ასევე, სასურველია ჩაიტარონ ტესტირება მათ ვინც, იმყოფებოდა „ოაზისში“ 30-31 აგვისტოს და რესტორან „მრავალჟამიერში“, ქორწილში, სადაც გვაქვს 8 შემთხვევა. იქ ნამყოფმა ადამიანებმა სასურველია ტესტირება ჩაიტარონ სახელმწიფოს ხარჯზე.

ვაფართოებთ ტესტირებებს, უფრო ხშირად დაიგზავნება სხვადასხვა მოწოდების შეტყობინებები, საზოგადოება ყურადღებით უნდა იყოს“,-განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა