კახა კალაძე - კომპანიები, ავარიის დროს, შეტყობინების გარეშე იწყებენ გზებზე მუშაობას და ეს სერიოზულ პრობლემებს იწვევს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კომპანიები, ავარიის დროს, შეტყობინების გარეშე იწყებენ გზებზე მუშაობას და ეს სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

მერიაში გამართულ სხდომაზე მერმა საკითხის მოგვარება მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა.

“კომპანიები, როგორიც არის მაგალითად, GWP, “თელასი” და ა.შ ჩვენ გვაქვს გარკვეული პრობლემები იმ თვალსაზრისით, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ავარიის შემთხვევაში მუშაობის დაწყება გზის სხვადასხვა მონაკვეთზე შეტყობინების გარეშე ხდება, რაც სერიოზულ პრობლემას იწვევს, ამიტომ ეს პრობლემა აუცილებლად უნდა იყოს მოგვარებული და ვავალებ ირაკლი ბენდელიანს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თუ რაიმე სახის სამუშაოების ჩატარება აუცილებელი იქნება, ეს უნდა მოხდეს ღამის საათებში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს