ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამჟამად აჭარაში კოვიდ მიმღები ცენტრის დამატება არ იგეგმება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამჟამად აჭარაში კოვიდ მიმღები ცენტრის დამატება არ იგეგმება. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, აჭარაში საკმარისი რაოდენობის სამედიცინო დაწესებულებებია იმისთვის, რომ კორონავირუსით ინფიცირებულები მიიღონ და უმკურნალონ.

გარდა ამისა, როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ ადამიანებს ძირითადად არა მკურნალობა, არამედ სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდებათ.

„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო საკმაოდ დიდია, 180 საწოლზეა გათვლილი. ამავე დროს, ბათუმში არის კიდევ ერთი ინფექციური საავადმყოფო, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ და არის კიდევ მესამე საავადმყოფო, სადაც ჩვენ გაზაფხულზე ვმკურნალობდით და ისინი შეიძლება გამოყენებული იყოს. პრობლემა არ არის, მითუმეტეს, ბათუმში პირველი 18 მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტი სააადმყოფოდან საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ვინც საკარანტინო სივრცეში დაავადების მართვისთვის გადადიან, მათ მკურნალობა არ სჭირდებათ. ძირითადად, სამედიცინო მეთვალყურეობა ესაჭიროებათ. ადგილზე არის სამედიცინო პერსონალი, რომელიც მათ საჭიროების შემთხვევაში გადაიყვანს“,-განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა