ამირან გამყრელიძე - როცა ტრანსპორტში ვიღაცას ნიღაბი არ უკეთია, კეთილი ვინებოთ და შენიშვნა მივცეთ

როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბრძანდებით და ვიღაცას ნიღაბი არ უკეთია ან სწორად არ უკეთია, კეთილი ვინებოთ და შენიშვნა მივცეთ. ეს არაა შენიშვნა, რეკომენდაციაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონტროლთან ერთად რეკომენდაციების კუთხით თვითშეგნების გამოჩენაა საჭირო.

„ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ვიღაცამ უნდა გვაკონტროლოს. გვგონია, რომ ვიღაც შოლტით უნდა დაგადგეს. გინდა თუ არა, ამას რატომ არ ასრულებ. თვითშეგნება უნდა იყოს. კორონავირუსული ინფექცია ორი-სამი თვის შემდეგ არსად გაქრება. არავის ეხალისება, რომ ქორწილი აკრძალო, მაგრამ პანდემიის პერიოდში ყველამ უნდა შევიგნოთ, რომ ერთი წელი მოვითმინოთ. აგვისტოს ბოლოს ბათუმში უზარმაზარი ქორწილიდან გურიაში 8 შემთხვევა გვაქვს, კიდევ რამდენი იქნება, არ ვიცი. გართობა გვიყვარს ქართველებს, მაგრამ ცოტა ხანი მოვითმინოთ. იმ შემთხვევებს, რაც ახლა გვაქვს, ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის