გიგი უგულავა - ხელისუფლებას, რომელიც გადაწყვეტს, რომ გახდეს ბატონი და მეფესავით დააჯდეს ხალხს, ვუშვებთ - ასე მოუვიდა შევარდნაძესაც, მიშასაც და ასე მოუვა ივანიშვილს!

ჩვენ თავისუფლების მოყვარე ხალხი ვართ და ხელისუფლებას, რომელიც გადაწყვეტს, რომ გახდეს ბატონი და ბოლომდე მეფესავით დააჯდეს ხალხს, იმას აუცილებლად ვუშვებთ. ასე მოუვიდა შევარდნაძესაც, ასე მოუვიდა მიშასაც და ასე მოუვა ივანიშვილს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ზუგდიდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

უგულავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვასაც უპასუხა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ჩნდება ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე. მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს პანდემიის ეშინია და „ბევრი გამოსაჩენიც არ აქვს“.

„მგონია, რომ ამ ადამიანს პანდემიის ეშინია. ბოლო გამოჩენაზე ვნახეთ, რომ მომსახურე პერსონალი დაყვებოდა და რამდენ ადამიანსაც ხელს ჩამოართმევდა, „აფშიკინებდნენ“ სპირტს. ასე რომ, დიდი შანსია, კარგა ხანი არ გამოჩნდეს. მე ვფიქრობ, რომ ბევრი გამოსაჩენიც არ არის. მან ერთი წელი ითხოვა, მუხლებდაჩოქილი სთხოვდა ხალხს. საზოგადოებამ ერთი წელი მისცა და იმედგაცრუება, გაღიზიანება და მისი მოშორების სურვილი კიდევ უფრო გაძლიერდა.

არც ერთი დაპირება, რომელიც მან გასცა, არ შესრულებულა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ჩამოყალიბებული კანონზომიერება, როდესაც 2 ვადაზე მეტს მართვის უფლებას ჩვენი საზოგადოება არც ერთ ხელისუფლებას არ აძლევს. ჩვენ მართლა თავისუფლების მოყვარე ხალხი ვართ და ხელისუფლებას, რომელიც გადაწყვეტს, რომ გახდეს ბატონი და ბოლომდე მეფესავით დააჯდეს ხალხს, იმას აუცილებლად ვუშვებთ. ასე მოუვიდა შევარდნაძესაც, ასე მოუვიდა მიშასაც და ასე მოუვა ივანიშვილს,“ - აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ უიმედობასთან არის დაკავშირებული და მასთან ერთად საქართველოს მომავალი არ აქვს.

„დღეს აბსოლუტურ უიმედობასთან არის დაკავშირებული ,,ქართული ოცნება“ და მისი წარმატება ნიშნავს ამ უბედურების გაგრძელებას. თეა წულუკიანი 9 წლის თავზე ლაპარაკობს წინა 9 წელზე და ერთ სიტყვას მომავალზე არ ამბობს იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად საქართველოს მომავალი არ აქვს და მომავალზე ვერ ლაპარაკობენ. ესაა წარსულის ჯურღმულიდან ამოსული ხმა, რომელიც წარსულშივე უნდა დარჩეს. ხალხს უნდა გარდამტეხი ცვლილებები უკეთესი მომავლისთვის,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

იხილეთ ვიდეო

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს