ალექსანდრე ლუკაშენკო ირწმუნება, რომ არსებობს ალექსეი ნავალნის შესახებ საუბრის გამოუქვეყნებელი ნაწილი, რომელიც სენსაციურ დეტალებს შეიცავს

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არსებობს ალექსეი ნავალნის შესახებ საუბრის გამოუქვეყნებელი ნაწილი, რომელიც სენსაციურ დეტალებს შეიცავს, - ამის შესახებ რადიოსადგურ „ლაპარაკობს მოსკოვის“ მთავარმა რედაქტორმა რომან ბაბაიანმა განაცხადა, რომელსაც, სხვა რუს ჟურნალისტებთან ერთად, ბელარუსის პრეზიდენტი გუშინ ესაუბრა.

„სიტყვა-სიტყვით ციტირებას ვერ მოვახდენ, მაგრამ აზრს გადმოგცემთ. ლუკაშენო: ჩვენ მთელი საუბარი გვაქვს, გინდათ მოისმინოთ? ჩვენ: რა თქმა უნდა, დიახ. ამაზე მან გვიპასუხა: მაშინ რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ ხელმძღვნელს სთხოვეთ. მოგასმენინებთ, მე მას გადავეცი. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ჯერ კიდევ არაფერია, ეს ყვავილებია. წარმოდგენაც არ გაქვთ, რა ინფორმაცია გვაქვს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მათ ბერლინსა და ვარშავას შორის გამართული საუბრის ჩანაწერი მოიპოვეს, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაყალბებულია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს