თორნიკე ართქმელაძე - საქართველოში უსამართლო წესით უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლეა დანიშნული

“ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თორნიკე ართქმელაძე სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატების მიერ შეტანილ საკანონმდებლო წინადადებას გამოეხმაურა, რომელიც ეხება საქართველოს უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა ნომინირების წესს.

ართქმელაძის თქმით, დღეს მოქმედი რეგულაციების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის ვალდებული, დაასაბუთოს, თუ რატომ წარადგენს ამა თუ იმ პირს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე, ხოლო ცვლილებების შედეგად საბჭო ვალდებული იქნება, დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნული უსამართლო წესით უკვე საქართველოს უზენაეს სასამართლოში დანიშნულია 14 მოსამართლე.

„მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დაწყებისთანავე აქტიურად ვაპროტესტებდით მოსამართლეთა წარდგენის ამ წესს, იმავეს მოითხოვდნენ ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც, თუმცა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა განსხვავებული აზრი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა წარდგენის მოქმედი წესი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა სახალხო დამცველმა, თუმცა იმის გამო, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის დანიშნულმა ვასილ როინიშვილმა თვითაცილება განახორციელა, ხოლო კლანის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ხვიჩა კიკილაშვილმა მხარი დაუჭირა ამ წესს, საკონსტიტუციო სასამართლოში ხმები გაიყო 4-4 ზე, რის გამოც ცვლილებები ვერ მოხერხდა. პარადოქსულია, თუმცა აშკარაა, რომ ის პოზიცია, რაც ჰქონდა პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში, დღეს უკვე შეცვლილია. ხელისუფლებამ სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენა ის 4 მოსამართლეც კი, რომელმაც ყველაფერი გააკეთეს, რათა ეს უსამართლო წესი უცვლელად დარჩენილიყო,”-აცხადებს ართქმელაძე.

ართქმელაძის განმარტებით, ახლახანს ინიცირებული კანონპროექტი სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოსდა მათ სურთ სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რომ ნამდვილად ეს სურდეს, ამ აუცილებელ ცვლილებებს მაშინ შეიტანდა კანონში. „სამწუხაროდ, დღეს აღნიშნული ცვლილებების გატარება ვერანაირ შედეგს ვეღარ მოგვცემს ამ დაჭაობებული სასამართლო სისტემის გაჯანსაღების გზაზე“, - განაცხადა მან.

ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო