გიგი უგულავა - ივანიშვილი უნდა გავუშვათ, მაგრამ ნურავის ექნება ილუზია, რომ მის ერთპარტიულ მმართველობას ჩაანაცვლებს თავისით

ივანიშვილი უნდა გავუშვათ, მაგრამ ნურავის ექნება ილუზია, რომ ივანიშვილის ერთპარტიულ მმართველობას ჩაანაცვლებს თავისით. არ არსებობს „კეთილი მეფე“ 21-ე საუკუნეში, ყველა მეფობა დამთავრდება კატასტროფით, ხალხის გაღარიბებით და იმ უმედობით, რომელიც გვაქვს ჩვენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ზუგდიდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ბოლო საუბარი 2014 წლის გაზაფხულზე შედგა.

,,მე ვერ ვგრძონობ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ერთგული დემოკრატიული წესების და კანონების. ბოლო საუბარი მასთან მქონდა 2014 წელს, გაზაფხულზე, ვსაუბრობდით მის როლზე და თუ როგორ წარმომედგინა მე. მან მითხრა: თქვენ თუ დაამარცხეთ ივანიშვილი მე რა ამით? აქ დასრულდა ჩვენი საუბარი და ამის შემდეგ მე საქმეზე სააკაშვილთან არ მილაპარაკია. ამის შემდეგ, გავიდა 7 წელიწადი მცდელობას მქონდა, რომ ადამიანური ურთიერთობები დამემყარებინა, მაგრამ მის გამოსვლაში ერთი სიტყვაც არ იყო ნახსენები კოალიციაზე. კონტექტს აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ყველა უბედურება მოგვიტანა იმან, რომ არ არსებობდა მუხრუჭი რამდენიმე პარტიის სახით.

მე მყარად მჯერა, რომ მომავალი არის დაბალანსებული ხელისუფლების, სადაც მე რომ „გავაფრენ“, შენ დამაბალანსებ. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ დემოკრატიის მიმართ ერთგულებას. ივანიშვილი უნდა გავუშვათ, მაგრამ ნურავის ექნება ილუზია, რომ ივანიშვილის ერთპარტიულ მმართველობას ჩაანაცვლებს თავისით. არ არსებობს „კეთილი მეფე“ 21-ე საუკუნეში, ყველა მეფობა დამთავრდება კატასტროფით, ხალხის გაღარიბებით და იმ უმედობით, რომელიც გვაქვს ჩვენ,“ - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო