ინდოეთში კორონავირუსის 89 706 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1 115 პაციენტი დაიღუპა

ინდოეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის კიდევ 89 706 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო ჯამში კოვიდინფირებულთა რაოდენობამ 4 374 000-ს გადააჭარბა.

ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსით კიდევ 1 115 პაციენტი დაიღუპა და მსხვერპლის რიცხვმა 73 953 შეადგინდა.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით, ინდოეთი აშშ-ს შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს