ნატალია ვუტოვა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისს უხელმძღვანელებს

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისს ნატალია ვუტოვა უხელმძღვანელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისიდან აცნობეს, ნატალია ვუტოვა მუშაობდა ადამიანის უფლებებსა და სამართლებრივი რეფორმების პროექტებზე სომხეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში.

„ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი პატივისცემით მიესალმება ახალ ხელმძღვანელს ნატალია ვუტოვას, რომელიც ოფისს ევროპის საბჭოსა და ეუთოში მუშაობის 25 წლიანი პროფესიული გამოცდილებით უერთდება.

ნატალია ვუტოვა მუშაობდა ადამიანის უფლებებსა და სამართლებრივი რეფორმების პროექტებზე სომხეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში. ასევე თანამშრომლობდა „Médecins sans Frontières“-თან (ექიმები საზღვრებს გარეშე) ჩეჩნეთში. ის ხელმძღვანელობდა ევროპის საბჭოს ერევნის ოფისს (2015-2020 წწ.), იყო ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე უკრაინაში (2007-2009 წწ.), ხოლო 2002-2004 წლებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთში.

ნატალია ვუტოვა ფლობს სოფიას უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს სამართალში, პანთეონ-ასასის უნივერსიტეტის (პარიზი) მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო და ევროპულ სამართალში, სტრასბურგის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ადამიანის უფლებებში და ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის ბაკალავრის ხარისხს ქცევით მეცნიერებებში.

ნატალია ვუტოვა კითხულობს ლექციებს (აკადემიურ და პროფესიულ წრეებში) ისეთ თემებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული სამართალი, ოჯახში ძალადობის პრევენცია და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატალია ვუტოვამ ახალ პოზიციაზე საქმიანობის დასაწყისში კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის მოხარულია გააძლიეროს თანამშრომლობა ხელისუფლებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

„მოხარული ვარ, გავაძლიერო ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სხვა პარტნიორებთან და ვუხელმძღვანელო ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის შესანიშნავ გუნდს“, - აცხადებს ნატალია ვუტოვა ახალ პოზიციაზე საქმიანობის დასაწყისში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა