მარინა მუსხელიშვილი - ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა წინასაარჩევნო კამპანია დომინირებულია არჩევნების მოსალოდნელი გაყალბების  რიტორიკით

ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში დომინირებულია არჩევნების მოსალოდნელი გაყალბების რიტორიკით,- ამის შესახებ, ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ წევრმა, მარინა მუსხელიშვილმა საარჩევნო საფრთხეებსა და შესაძლო დესტაბილიზაციაზე საუბრისას განაცხადა.

მარინა მუსხელიშვილის განცხადებით, დღევანდელი ქართული დემოკრატიის მთავარი პრობლემა არა ხმების მოპარვა, არამედ პოპულიზმია.

"სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ საქართველოს ხელისფლებასა და ამომრჩეველს აფრთხილებენ:

-ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში დომინირებულია არჩევნების მოსალოდნელი გაყალბების რიტორიკით.

არჩევნების მოსალოდნელი გაყალბების ეჭვი ლეგიტიმაციას აკარგვინებს საარჩევნო პროცესს. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება არჩევნების კანონიერებაც, იქმნება ნიადაგი საპროტესტო გამოსვლებისა და ქუჩის აქციებისა. არსებობს საფრთხე იმისა, რომ უმცირესობის ნებამ რევოლუციურად გაიმარჯვოს უმრავლესობაზე და არა არჩევნების გზით, არამედ ძალით სცადოს ხელისუფლების ხელში ჩაგდება.

საზოგადოება ხედავს, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლებაში შენარჩუნებულია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ინერცია, მეორე მხრივ, გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლის შტაბს ქმნიან ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც თავად გაყალბების დიდოსტატები არიან და რევანშზე ოცნებობენ .

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური კონკურენცია მართლაც კვლავ რჩება უთანასწორო და ხშირად არათავისუფალიც, დღევანდელი ქართული დემოკრატიის მთავარი პრობლემა არა ხმების მოპარვა, არამედ პოპულიზმია, რომელიც საზოგადოებაში პოლარიზებასა და ტოტალურ უნდობლობას იწვევს და დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის.

მსოფლიო პოლიტიკაში ძირეული ძვრებისა და გარდაქმნების ფონზე, როდესაც გეოპოლიტიკური მიდგომები იცვლება, მომავალი არჩევნები საქართველოში განსაკუთრებით საყურადღებო და საფრთხის შემცველია. მაშინ, როდესაც იზრდება დაძაბულობა, მსოფლიოს მთავარ აქტორებს შორის: აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ევროკავშირი და თურქეთი და ამ ქვეყანათა შიდა პოლიტიკაშიც არასტაბილური ურთიერთობებია, დესტაბილიზაცია საქართველოს შიგნით საფრთხის შემცველი გახდება ქვეყნისთვის", - აცხადებს მუსხელიშვილი.

მისი თქმით, ქვეყნის წინაშე დგას შიდა სტაბილურობის შენარჩუნების ამოცანა, რაზედაც პასუხისმგებლობას თანაბრად ინაწილებს როგორც ხელისუფლება, ასევე ე.წ. ოპოზიცია.

"სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ მოვუწოდებთ ხელისუფლებას ოქტომბრის არჩევნები ჩაატაროს კანონის ზედმიწევნით დაცვით, და არ დაუშვას არც ერთი გადაცდომა, რომელიც შექმნის არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვის ქვეშ დაყენების შესაძლებლობას.

მოვუწოდებთ საზოგადოებას გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, სიფხიზლე და ძალისხმევა ყველა შესაძლო საარჩევნო ხარვეზის აღმოსაფხვრელად და ყველა შესაძლო პროვიკაციის თავიდან ასაცილებლად.

,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ამომრჩევლის საარჩევნო ნება და ინტერესები”,-განაცხადა მარინა მუსხელიშვილმა.

ინფორმაციას ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ პრესსსამსახური ავრცელებს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს