რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5 218 ადამიანი დაინფიცირდა და 142 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1041 007-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით რუსეთში კიდევ 142 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვმა, საერთო ჯამში, 18 135-ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ 19-სგან 856 458 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ცნობისთვის, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს