Central Banking-ის ჯილდო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომპანია „მონტრანს" გადაეცა

დღეს, საქართველოს ეროვნულ ბანკს ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking - ის ჯილდო გადაეცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ბანკი და კომპანია "მონტრანი", საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის (GSSS) დანერგვისთვის - "გირაოს მართვის სერვისების საუკეთესო მიმწოდებლის" ნომინაციაში გამარჯვებულად მიმდინარე წლის დასაწყისში დასახელდნენ.

„GSSS ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ინტეგრირებული სისტემაა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 2018 წლიდან აამოქმედა. GSSS ქვეყნის ფინანსური სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია და მისი მეშვეობით ხდება სახელმწიფო და კერძო ფასიანი ქაღალდების გამოშვება, შენახვა, დაფარვა და დაგირავება. აღსანიშნავია, რომ ფასიანი ქაღალდები საუკეთესო გირაო როგორც ბანკთაშორისი ბაზრისთვის, ისე ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისთვის. შესაბამისად, სისტემის გამართულ, სწრაფ და საიმედო მუშაობას ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

GSSS წარმოადგენს თვისობრივად უნიკალურ ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემას. ის უზრუნველყოფს კერძო და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარების ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ოპერირებას ერთიანი მაღალტექნოლოგიური პლატფორმის ქვეშ, რომლის შეუფერხებელი ფუნქციონირებაც ეროვნული ბანკის მიერ არის გარანტირებული. ამ გზით GSSS სისტემა უმცირესი დანახარჯით აღწევს კაპიტალის ბაზრის სრულ ინტეგრაციას, მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და ინვესტორთა ნდობას, რაც მცირე ზომისა და რესურსების მქონე ქვეყნისთვის საუკეთესო მოდელია.

Central Banking - ის დაჯილდოება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და მასში მონაწილე ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს”,-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა