რომან გოცირიძე - მორჩილება, მორჩილება და მორჩილება - ეს არის „ქართული ოცნების” ლოზუნგი, ამიტომ ძალიან მეცოდებიან ის ადამიანები, ვინც ამათ რიგებს შემოუერთდებიან

მორჩილება, მორჩილება და მორჩილება - ეს არის „ქართული ოცნების” ლოზუნგი, ამიტომ ძალიან მეცოდებიან ის ადამიანები, ვინც ამათ რიგებს შემოუერთდებიან, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველ ოცეულზე საუბრისას განუცხადა.

გოცირიძის თქმით, საინტერესო არ არის, თუ როგორი სია ექნება „ქართულ ოცნებას”.

„რა სია ექნებათ, დიდად საინტერესო არ არის, რადგან ვინც არ უნდა შემოვიდეს ამ პარლამენტში, როგორი კარგი პროფესიული თუ სხვა გამოცდილებით, აქ ეს ადამიანები ყალიბდებიან ზომბირებულ, მორჩილ არსებებად.

მორჩილება, მორჩილება და მორჩილება - ეს არის „ქართული ოცნების” ლოზუნგი, ამიტომ ძალიან მეცოდებიან ის ადამიანები, ვინც ამათ რიგებს შემოუერთდებიან. სადღაც წავიკითხე, „ქართულ ოცნებას” პირველ ოცეულში ბევრი ახალი სახე ეყოლებაო. ვნახეთ, ის ახალი სახეები როგორ ტრანსფორმირდნენ აქ. შემოვიდნენ კეთილი სახეებით და დაამთავრეს ბოროტი სახეებით. „დორიან გრეის პორტრეტივითაა“, მშვენიერი ადამიანები არიან, ბოლოში რომ დაინახავს თავის თავს, რა უქნა ამ ცხოვრებამ წლების განმავლობაში, ასე მოსდით „ქართული ოცნების” ახალ სახეებს, რომლებიც 4 წლის წინ იყვნენ ახლები და 4 წლის მერე გახდნენ საზოგადოებისთვის მიუღებელი. „ქართულ ოცნებას” ექნება ორი მეთოდი: წინ კეთილები და უკან ბოროტები, თუმცა ოთხი წლის შემდეგ ყველა ერთმანეთს ემსგავსება. ან პირიქით, უცნობ-ნაცნობი სახეები ეყოლებათ, მაგრამ ვაი ამ ნაცნობებს, რა გვარებსაც ახლა ამბობენ. ამ ნაცნობების დანახვით ბევრი ალბათ შოკში ჩავარდება”,- განაცხდა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, 10 სექტემბერს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეულს წარადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა