Reuters - ჯო ბაიდენს მხარს გამოკითხულთა 52% უჭერს, დონალდ ტრამპს კი - 40 %

Reuters/Ipsos-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 12%-ით უსწრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კვლევის თანახმად, ჯო ბაიდენს მხარს გამოკითხულთა 52%-ი უჭერს, დონალდ ტრამპს კი 40%.

გარდა ამისა, Reuters-ი წერს, რომ პოტენციური ამომრჩევლების 3% ხმის მიცემას სხვა კანდიდატისთვის აპირებს. 5%-ს კი ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა