რომან გოცირიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში ბლოკის სახით მიიღებს მონაწილეობას

„ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში ბლოკის სახით მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით დეტალებს საზოგადოება მალე შეიტყობს.

„კანონის შესაბამისად იქნება ჩვენს მიერ წარდგენილი სია. ახლა უკვე ფაქტობრივად მთავრდება, დარჩა ერთი - ორი ოლქი და დავიწყებთ მაჟორიტარების წარდგენას, შემდეგ იქნება პარტიული სიის პრეზენტაცია, ოღონდ ეს უფრო მოგვიანებით. ჯერ მაჟორიტარობის კანდიდატების გაცნობის პროცესი მოხდება.

იქნება დიდი ბლოკი, მას შეუერთდება რამდენიმე პარტია ,"- განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა ბლოკში „რესპუბლიკური პარტია", გოცირიძე აცხადებს, რომ ბლოკის შემადგენლობის შესახებ საზოგადოება მალე შეიტყობს.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა