„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ითხოვს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ეკა ქობესაშვილი მიხეილ რამიშვილთან ერთად, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესებს დაიცავს, - ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, როგორც დაზარალებულის ინტერესების დამცველი, გამოძიების წინაშე კითხვებს დასვამს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ რამდენიმე დღის წინ ჩაერთო თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში. ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი ოჯახის ადვოკატთან მიხეილ რამიშვილთან ერთად დაიცავს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესებს. დღესდღეობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი კითხვაა, რომლებზეც პასუხი უნდა იყოს გაცემული. გაცემული არ უნდა იყოს ბუნდოვანი პასუხები და უნდა იყოს ზუსტი პასუხები. ჩვენ, როგორც დაზარალებულების ინტერესების დამცველები გამოძიების წინაშე დავსვამთ კითხვებს“, - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მოთხოვნაა, რომ საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიზანია ერთის მხრივ, რომ სამართლებრივი დახმარება გაუწიოს დაზარალებულს და მეორეს მხრივ მიადევნოს თვალი გამოძიების პროცესს და საზოგადოებას პერიოდულად აცნობოს რიგი ინფორმაციები“, - განცხადა ცქიტიშვილმა.

ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, მართლმსაჯულების სისტემაში ხარვეზებია და სისტემური პრობლემები გასულ წელსაც გამოჩნდა, როდესაც „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ხორავას ქუჩა მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის უფლებებს იცავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა