საქსტატმა ეროვნული ანგარიშების ახალი ინტერაქტიული პორტალის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეროვნული ანგარიშების ახალი ინტერაქტიული პორტალის პრეზენტაცია გამართა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქსტატიდან აცნობეს.

„სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ მიმართა. მისი განცხადებით, ეროვნული ანგარიშების პორტალი, ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ანალიტიკური გაანალიზების შესაძლებლობას იძლევა.

როგორც უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, პორტალი სამი ნაწილისგან შედგება - მთლიანი შიდა პროდუქტი, ეროვნული ანგარიშები და რეგიონული ანალიზი. მისი თქმით, პორტალში სპეციალური სექციაა, სადაც გრაფიკულად წარმოდგენილია მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წარმოების, დანახარჯებისა და შემოსავლების მეთოდების მიხედვით. მისი თქმით, ამავე სექციაშია წარმოდგენილი მშპ-ს ნომინალური მნიშვნელობის, მშპ-ს რეალური ზრდის და ერთ სულზე მშპ-ს დინამიკები.

ეროვნული ანგარიშების ნაწილი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გრაფიკულად იხილოს ეროვნული ანგარიშების სრული მიმდევრობა, როგორც ცალკეული წლისთვის, ისე დინამიკაში წლების მიხედვით. რაც შეეხება რეგიონული ანალიზის ნაწილს, ის წარმოგვიდგენს მშპ-ს სტრუქტურას და დინამიკას რეგიონების მიხედვით, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონული ანალიზისას",-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა