თამარ ბაჩალიაშვილის დედა - ეს იყო მზაკვრულად დაგეგმილი მკვლელობა, რაც სატელიტის ჩანაწერებმაც ზუსტად დაადასტურა

ეს იყო განზრახ განხორციელებული, წინასწარ მზაკვრულად დაგეგმილი მკვლელობა, რაც სატელიტის ჩანაწერებმაც ზუსტად დაადასტურა, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა მათ მიერ მოპოვებულ სურათებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მისივე განცხადებით, სატელიტიდანაა გადაღებული და 2020 წლის 19-22 ივლისს სოფელ მაწევანის ტერიტორიას ასახავს.

თამაზაშვილის განცხადებით, მისი მოთხოვნა უცვლელი რჩება და საქმეზე მიმდინარე გამოძიება განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს. ამასთან, პროკურატურამ უნდა ახსნას, რატომ აღმოჩნდა მისი შვილის სისხლი მანქანაში და წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროს თხოვნით ნამდვილად მიმართეს.

„ჩემი პოზიცია უცვლელია, მე ძალიან კარგად ვიცნობდი ჩემს შვილს და პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ის თავს არ მოიკლავდა. ეს იყო განზრახ განხორციელებული, წინასწარ მზაკვრულად დაგეგმილი მკვლელობა, ეს სატელიტის ჩანაწერებმაც ზუსტად დაადასტურა. ამის გამო, ისევ მოვითხოვ მუხლის გადაკვალიფიცირებას ჯგუფურად განზრახ მკვლელობით. აქამდე ძალიან ბევრ საკითხზე გაჩნდა ეჭვი, გუშინ აღმოჩნდა, რომ FBI-სთვის არანაირი წერილი არ მიუწერიათ და სიტყვიერად მიმართეს, ვინ დაამტკიცებს ამას?

ანალოგიურად, ორმაგი სტანდარტებით ხდება სამხარაულში ექსპერტიზების გაყალბება, ინახება ნამდვილი ჩვენებები და ქვეყნდება ყალბი ექსპერტიზა.

დავაანონსეთ აქციები, მაგრამ დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ფართომასშტაბიანი შეკრებები აკრძალეს, ზუსტად ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ გაკეთდა. ახსნან რატომაა ჩემი შვილის სისხლი მანქანაში, შეიძლება ინექციას უკეთებდნენ და მაშინ გამოჟონა ვენიდან ამ სისხლმა,” - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა