დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ნორვეგიის პარლამენტის წევრმა ქრისტიან ტიბრინგ-გიედემ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მსოფლიოში გაჭიანურებული კონფლიქტების გადაჭრის ძალისხმევისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა.

„ვფიქრობ, რომ სახელმწიფოებს შორის მშვიდობის დამყარების მცდელობებით მან უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის სხვა ნომინანტებმა“, - განაცხადა ნორვეგიელმა პარლამენტარმა Fox News-თან ინტერვიუში.

ნობელის კომიტეტში გაგზავნილ წერილში კრისტიან ტიბრინგ-გიედე აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

„იმის გათვალისწინებით, რომ მოსალოდნელია, ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ამ პროცესში ჩართვა, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის შეთანხმება გარდამტეხი მომენტია, რისი მეშვეობითაც ახლო აღმოსავლეთი თანამშრომლობისა და განვითარების რეგიონი გახდება“, - დასძინა მან.

წერილში ასევე საუბარია ტრამპის, როგორც შუამავლის როლი მხარეებს შორის ისეთ კონფლიქტებში, როგორიცა ინდოეთს და პაკისტანს შორის ქაშმირის საზღვართან დაკავშირებული დავა და სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის კონფლიქტი.

ქრისტიან ტიბრინგ-გიედემ ასევე ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპის მიერ ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ჯარისკაცების ნაწილის გაყვანის ფაქტს, რაც მისი აზრით, მისასალმებელი ნაბიჯია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა