გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის პროცესზე დაზარალებულ გიორგი ქათამაძეს კითხავენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე დაზარალებულ გიორგი ქათამაძეს კითხავენ. პროცესი ამ წუთებში მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე გიორგი ქათამაძეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის, ლ.შ.-ს ადვოკატის, ზაქრო გვიშიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გიორგი ქათამაძისთვის ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია, როგორც ამას ქათამაძე საკუთარ ბოლო ჩვენებაში აცხადებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე დაიკითხება გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, მარიამ ხატისკაცი.

როგორც ადვოკატი ზაქრო გვიშიანი განმარტავს, დაცვის მხარეს მოწმეებთან კითხვები ექნება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე გამოძიებისთვის სხვადასხვა ინფორმაციები მიწოდებული.

„კითხვები გვექნება ასევე, თუ რატომ მოხდა გარკვეული დღეების შემდეგ იმ ფაქტების გახსენება, რაც შეიძლებოდა იმ დღესვე სცოდნოდა მოწმეს. თუკი, პიროვნებამ მოწმეს კონკრეტული დაზიანება მიაყენა, ეს არ შეიძლება გახსენებოდა რამდენიმე კვირის და დღის შემდეგ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გიორგი ქათამაძისთვის ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია", - განაცხადა გვიშიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა