ნინო ლომჯარიას განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადება, გარდაცვლილის ავტომანქანის მდებარეობასთან დაკავშირებით, საყურადღებოა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის გუშინ გაკეთებული განცხადება, გარდაცვლილის ავტომანქანის მდებარეობასთან დაკავშირებით, საყურადღებოა და ამან საქმის მიმდინარეობა შეიძლება შეცვალოს.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია გარკვეული საკითხები სათანადოდ იქნას შესწავლილი.

„გუშინ პირველი შეხვედრა გაიმართა პროკურატურაში, სადაც ჩვენთან ერთად, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატიც იმყოფებოდნენ. ჩვენ გადავეცით პროკურატურას საკითხების ჩამონათვალი, რისი გაცნობაც გვაინტერესებდა. ეს საკითხები ასევე შეთანხმდა ადვოკატთან. დღეს უკვე შევდივართ, რომ დავიწყოთ საქმის მასალების გაცნობა. მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ საქმის მასალების შესწავლას, არ მგონია, რომ ამას ძალიან ბევრი დრო დასჭირდეს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მასალები 20 ტომს სცილდება. ჩვენ ყურადღებას პრობლემატურ გარემოებებზე გავამახვილებთ, რაც ოჯახის ინტერესებშიცაა და ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში გარკვეული შეფასებების გაკეთება შეგვეძლება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება შაქარაშვილის საქმეს, ომბუდსმენის თქმით, მათ პროკურატურას და შსს უკვე წარუდგინეს პირველი შუალედური რეკომენდაციები. უახლოეს პერიოდში კი სახალხო დამცველი შეამოწმებს რამდენად შესრულდა ეს რეკომენდაციები.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა „ფორმულას“ ეთერში გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილის ავტომანქანა, შემთხვევის ადგილზე, სატელიტის კადრებში, 19 ივლისს არ დგას. მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ კადრები მან თავად მოიპოვა, რითიც მისი თქმით, დასტურდება, რომ თეთრიწყაროს ტყეში, ბაჩალიაშვილის მანქანა მიყვანილია.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 22 ივლისს კი ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ნახეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს