მედეა მეტრეველი - ივანიშვილს, გახარია და მთელი ეკონომიკური გუნდი სახლში ჰყავს გასაშვები

„ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მედეა მეტრეველი სოციალური ქსელის მეშვეობით Unicef-ის კვლევას ეხმაურება და აღნიშნავს, თუ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე Unicef-ის კვლევებს ენდობა, მაშინ პრემიერი გიორგი გახარია და მთელი ეკონომიკური გუნდი სახლში ჰყავს გასაშვები.

როგორც „ლელო საქართველოდან“ ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, Unicef-ის კვლევაში ნაჩვენებია, რომ საქართველოში ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შესახებ საკმაოდ საგანგაშო მდგომარეობაა და ქვეყანაში ბავშვების 27.6% სიღარიბეში ცხოვრობს.

„თუ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ისევე, როგორც 2018 წელს, ამჯერადაც ენდობა Unicef-ის კვლევებს, მაშინ პრემიერი გიორგი გახარია და მთელი ეკონომიკური გუნდი სახლში ჰყავს გასაშვები. Unicef-მა 21 აგვისტოს გამოაქვეყნა საქართველოში ბავშვთა სიღარიბეზე ანგარიში, რომლის მიხედვით, ბავშვების 27.6% სიღარიბეში ცხოვრობს. პანდემიით გამოწვეული ძლიერი შოკის შემთხვევაში ეს ციფრი 37.8%-ით გაიზრდება. მიზეზი ბევრია - პირველ რიგში, გაზრდილი სამომხმარებლო ფასები და გაჩერებული ეკონომიკა, რომლის ამუშავების კონკრეტული გეგმა საქართველოს მთავრობას არ გააჩნია. სოციალური დახმარებები იყო 4 თვით დაგვიანებული, თვითდასაქმებულების დიდმა ნაწილმა, ბიუროკრატიული ბარიერების გამო, ვერ მიიღო კომპენსაცია, განსაკუთრებით დაუცველები აღმოჩნდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები, რომლებსაც პროგრამები არც კი შეეხო“, - წერს მეტრეველი.

მედეა მეტრეველის განცხადებით, უნდა შეწყდეს მოსახლეობის სოციალურ პროგრამებში შერჩევით ჩართვა.

“ლელოს” ლიდერი და პარტია მოუწოდებს მთავრობას, თვითმმართველობების და სოფლების დონეზე მოახდინოს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების და ოჯახების საჭიროებების იდენტიფიცირება და ანტიკრიზისული სოციალური დახმარების პროგრამებში მათი ჩართვა, რომ არც ერთი ოჯახი და ბავშვი, რომელიც შიმშილის პირას არის, არ დარჩეს სახელმწიფოს მზრუნველობის გარეშე. რაც ყველაზე მთავარია, შეწყდეს მოსახლეობის სოციალურ პროგრამებში შერჩევით ჩართვა და მათზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელება. ნუ გამოიყენებთ პანდემიას ადამიანებზე ზეგავლენის იარაღად და ნუ სარგებლობთ ასე უღირსად მოსახლეობის გაჭირვებით“, - წერს მედეა მეტრეველი.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს