ნინო ბურჯანაძე NDI-ის ახალ დირექტორს ალან გილამს შეხვდა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) ახალ დირექტორს ალან გილამს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი საქართველოდან“ აცნობეს, პარტიის ლიდერი „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს პირველად შეხვდა. მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ალან გილამი დაინტერესდა, თუ როგორი იყო ნინო ბურჯანაძის ხედვა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, ასევე თუ რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას და თავად ნინო ბურჯანაძეს, როგორი იქნება მისი საარჩევნო კამპანია და რა მესიჯებით აპირებს „ერთიანი საქართველო“ ამომრჩეველთან შეხვედრას.

„მივესალმები საქართველოში NDI-ის ახალი დირექტორის ბატონი ალან გილამის დანიშვნას და მას წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც პარტიის ლიდერმა აღნიშნა, ალან გილამს განუმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 2020 წლის არჩევნების დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩატარება და ამისთვის რაოდენ აუცილებელია NDI-ისთან აქტიური თანამშრომლობა.

„ორივე მხარემ წუხილი გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ დამკვირვებლები ფიზიკურად ვერ ჩამოდიან საქართველოში. თუმცა, ნინო ბურჯანაძე მიესალმა თანამშრომლობის დისტანციურ მუშობის ფორმასაც. ალან გილამმა ხაზი გაუსვა, რომ ხშირად იქნება ზუმ - კონფერენციები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, რათა NDI -ის ოფისი მუდმივად საქმის კურსში იყოს არჩევნების პროცესებთან დაკავშირებით.

ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციის მიერ შექმნილი ხმების დაცვის შტაბი აქტიურად იმუშავებს და ხელისუფლებას არ მისცემს შედეგების გაყალბების საშუალებას. პარტიის ლიდერმა მზაობა გამოთქვა, რომ უმოკლეს ვადაში NDI-ის გადაეცეს „ერთიანი საქართველოს“ ამომრჩეველთან სამუშაო შეხვედრის გრაფიკი, რათა NDI-ის წარმომადგენლები ყურადღებით დააკვირდნენ პროცესს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს წარმატება უსურვეს და შეთანხმდნენ, რომ მათი თანამშრომლობა აქტიურ ხასიათს მიიღებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა