საქპატენტი დაინტერესებული პირებისთვის სემინარს მართავს

საქპატენტის მიერ გამოქვეყნებული პრაქტიკის დოკუმენტებს დღეს პატენტრწმუნებულები, ინტელექტუალური საკუთრების დარგში მოქმედი იურისტები და საქპატენტის თანამშრომლები ეცნობიან. საქპატენტის ინფორმაციით, სემინარი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში მიმდინარეობს, მიზნად ისახავს განმცხადებლების, ექსპერტებისა და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირებისთვის გამჭვირვალობის, იურიდიული სიცხადისა და პროგნოზირების გაზრდას სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის განაცხადების ექსპერტიზასთან მიმართებაში.

ღონისძიება გახსნეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ კატალინ გერმანმა.

„სემინარის მონაწილეები ეცნობიან და განიხილავენ ინტელექტუალური საკუთრების სფეროს აქტუალურ თემებს: ნიშნის განმასხვავებლობას – აღწერილობითი, არაგანმასხვავებელუნარიანი სიტყვების შემცველ გამოსახულებით ნიშნებს, შავ-თეთრი ნიშნების დაცვის ფარგლებს, აღრევის შესაძლებლობას, ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებით საფუძვლებსა და დიზაინის გრაფიკული გამოსახვის საერთო პრაქტიკას. ასევე, შეხვედრაზე განიხილავენ ევროკავშირის სასამართლო პრაქტიკას, არაკეთილსინდისიერების მაგალითებს, გეოგრაფიულ სახელწოდებებს, საყოველთაოდ ცნობილ და კარგი რეპუტაციის მქონე ნიშნებს. აღნიშნული თემები თავმოყრილია იმ პრაქტიკის დოკუმენტებში, რომელიც მიმდინარე წელს საქპატენტმა გამოაქვეყნა და, რითაც განაცხადა მზაობა ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისად ჩატარდეს ექსპერტიზა სასაქონლო ნიშნებსა და დიზაინზე. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს შორის საქპატენტი პირველია, რომელიც სრულად ეთანხმება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ქსელის (EUIPN) წევრი უწყებების მიერ შემუშავებულ საერთო პრაქტიკას.

საზოგადოებისთვის პრაქტიკის დოკუმენტები ელექტრონულ ფორმატში, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე, საქპატენტის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი. დოკუმენტები დაყოფილია ორ ნაწილად: პირველ ნაწილში შეჯამებულია კრიტერიუმები, ხოლო მეორე ნაწილში წარმოდგენილია თითოეულ შემთხვევაში გამოსაყენებელი სპეციფიკური კრიტერიუმების სრული განმარტება.

საქპატენტის პრაქტიკის დოკუმენტების პუბლიკაცია საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელეტუალური საკუთრების ორგანიზაციის (EUIPO) ერთობლივი მუშაობის შედეგია. EUIPO-ს და საქპატენტის EUGIPP-ს ფარგლებში თანამშრომლობა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ემსახურება საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ადეკვატურ და ეფექტურ დაცვასა და აღსრულების უზრუნველყოფას“, - აღნიშნულია საქპატენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა