გიგი უგულავა - ჩვენ გავხდით ქვეყანა, სადაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ასტრონომიული სისწრაფით მდიდრდება, დანარჩენი მოსახლეობა კი ღარიბდება

ივანიშვილის პირობებში ჩვენ გავხდით ქვეყანა, სადაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ასტრონომიული სისწრაფით მდიდრდება, დანარჩენი მოსახლეობა კი ასტრონომიული სისწრაფით ღარიბდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, გაერო-ს საკვები პროგრამის 2020 წლის შიმშილის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 8.2% არასრულფასოვნად იკვებება, რაც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მისივე განმარტებით, ეს სტატისტიკა რეალურია, რაც ჩანს ყველგან საქართველოში, განსაკუთრებით კი სოფლებში.

„სამწუხაროდ, როგორც წესი, გარედან შეძახილი გვჭირდება იმ სტატისტიკისთვის, რასაც ხშირად შიგნით ვერ ვხედავთ ხოლმე. როდესაც გაივლი საქართველოს სოფლებში, დაგხვდება უამრავი ცარიელი მიტოვებული სახლი, კანტი-კუნტად, მარტოხელა მოხუცებულები, უპატრონოდ დატოვებულები და ბავშვები, რომლებიც აქა-იქ დარბიან. ასეთი მძიმე სურათი, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაშია, განსაკუთრებით კი სოფლებში, გვაგონებს 90-იანი წლების სურათს. ეს ყველაფერი ხდება ქვეყანაში, რომელსაც მართავს მილიარდერი. ივანიშვილის პირობებში ჩვენ გავხდით ქვეყანა, სადაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ასტრონომიული სისწრაფით მდიდრდება, დანარჩენი მოსახლეობა კი ასტრონომიული სისწრაფით ღარიბდება. ამ სტატისტიკის მიხედვით, 8.5% არასრულფასოვნად იკვებება და რომ ვნახოთ ქვეყნები გარშემო, მაგალითად უკრაინა იქ მაჩვენებელი 3.5%-ია. სომხეთშიც ეს ციფრი 2.5%-ია, იმ ქვეყანაში, რომელიც მოქცეულია ეკონომიკურ თუ სავაჭრო ბლოკადაში. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა ჩვენშია, შესაძლებელია, რომ რეგიონის მასშტაბით არსებობდეს იგივე პრობლემები, თუმცა როდესაც ჩვენ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით გვაქვს 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი სიღარიბის მაჩვენებელი, ეს პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის ხელმძღვანელობასთან. მილიარდერის პირობებში, გაღარიბდა ქვეყანა, გაიზარდა საგარეო ვალი, რომელიც ჩვენმა შვილებმა უნდა გადაიხადონ და გამოსავალი არის ერთი, დრამატული გარდამტეხი ცვლილებები, რაც შეიძლება მალე და უმტკივნეულოდ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა