მედია - მარია კოლესნიკოვა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კოლესნიკოვა დაკავებულია და მინსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია კოლესნიკოვას მამაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საგამოძიებო კომიტეტის მთავარი დეპარტამენტის ჯგუფის ხელმძღვანელმა დამირეკა და შემატყობინა, რომ ის დაკავებულია“, - განაცხადა ალექსანდრე კოლესნიკოვმა.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კოლესნიკოვა ნიღბიანმა პირებმა მინსკის ცენტრში მინივენში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მისი თანაგუნდელების ინფორმაციით, ხელისუფლება კოლესნიკოვას უკრაინაში დეპორტაციას შეეცადა, თუმცა მან პასპორტი დახია და ქვეყნისგან გაძევებას თავი ამ გზით დააღწია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო