„თავისუფალი საქართველო“ - სააკაშვილის ბოდიშებს მეტი კონკრეტიკა სჭირდება

პირადად მე ამ ბოდიშების გულწრფელობის არ მჯერა და ყველანი კარგად ვხვდებით, რომ ყალბია, თუმცა დასავლურ პოლიტიკურ პრაქტიკაში ბოდიშების მოხდის ფორმა არსებობს , - ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით.

კუკავას თქმით, ამ შემთხვევაში ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა აღინიშნოს.

„პირველი-ბოდიშებს იხდიან დამნაშავეების მემკვიდრეები. რა თქმა უნდა, ჰიტლერისგან და ნაცისტებისგან ბოდიშს ვერავინ ვერ მიიღებდა, თუმცა თანამედროვე გერმანია, მერკელის სახით, ახლაც იხდის ბოდიშს იმ ფაშიზმის გამო, რომელიც გერმანიაში, ჰიტლერის დროს არსებობდა. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ისევე, როგორც იაპონიის მთავრობა დღემდე იხდის ბოდიშს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოდიშს წინ უსწრებს ხოლმე მართლმსაჯულება. როდესაც ჩვენ, თავად დამნაშავეები გვესაუბრებიან იმის შესახებ, რომ ბოდიშს იხდიან, ეს გაუგებარია, რადგან ერთი მხრივ, ის ბოდიშს იხდის, ხოლო მეორე მხრივ, ის უარს ამბობს წარსდგეს კანონის წინაშე და პასუხი აგოს იმ ჩადენილი დანაშაულებებისთვის. ეს კი, ცხადია, რომ ამ ბოდიშს ყველანაირ ნდობას უკარგავს“,- განაცხადა კახა კუკავამ.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ყურადღება გაამახვილა სააკაშვილის წინა წლებში გაკეთებულ განცხადებებზეც.

„რთული არ არის ამოვკრიბოთ სააკაშვილის განცხადებები, რომელიც მან, თუნდაც ბოლო რვა წლის განმავლობაში გააკეთა. სააკაშვილი ხშირად იმეორებდა, რომ მისი ოპოზიცის წარმომადგენლები რუსეთის ჯაშუშები იყვნენ, ასევე ამბობდა, რომ 26 მაისის აქციის მონაწილეები კარგად იყვნენ “დასანაყები”, ასევე გირგვლიანზე, რობაქიძესა და ვაზაგაშვილზე სულ ბანდიტები იძახა. ამიტომ, კარგი იქნება, სააკაშვილმა თუ არა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაინც ჩამოწეროს, რაზე იხდიან ბოდიშს და რაზე არა.

პირადად მე, ძალიან მაინტერესებს, მიიჩნევენ თუ არა, რომ გირგვლიანის მკვლელები მაშინდელმა პრეზიდენტმა უსამართლოდ შეიწყალა, ასევე მაინტერესებს, 7 ნოემბერი რუსეთის მიერ მოწყობილი შეთქმულება იყო, თუ ბოდიშს იხდიან, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია უმოწყალოდ დაარბიეს, ანალოგიური მოხდა 26 მაისთან დაკავშირებითაც. მაინტერესებს აღიარებენ, თუ არა 2008 წელს ჩატარებული არჩევნების გაყალბებას და ასევე მაინტერესებს, აღიარებენ თუ არა იმას, რომ ანგრევდნენ ეკლესიას და მის შიგნით ოპერატიულ საქმიანობას აწარმოებდნენ.

ამ კონკრეტული შეფასებების გარეშე, მხოლოდ ზოგადი საუბრებით, რომ ჩვენ შეცდომები გვქონდა, არა გულწრფელი და არასერიოზულია“, - განაცხადა კახა კუკავამ.

აღნიშნულ კომანტარს „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა