„საპარტნიორო ფონდი“ „თელასში“ „საპარტნიორო ფონდის“ წილის გასხვისების საჯარო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საპარტნიორო ფონდი“ „თელასში“ „საპარტნიორო ფონდის“ წილის გასხვისების საჯარო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ფონდის განცხადებით, საჯარო აუქციონში შპს „ბესტ ენერჯი გრუპმა“ გაიმარჯვა, რომელმაც აქციები 10 527 467 აშშ დოლარად შეიძინა.

„საპარტნიორო ფონდის“ ოფისში სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.529%-ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონი ჩატარდა. საჯარო აუქციონში გამარჯვებულად შპს „ბესტ ენერჯი გრუპი“ დასახელდა, რომელმაც აქციები 10 527 467 აშშ დოლარად შეიძინა.

საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენდა 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

აღსანიშნავია, რომ აუქციონში გამარჯვებული აქციებს შეიძენს იმ შემთხვევაში, თუ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიიღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობას”,-აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ფონდი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა