ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზრის რეფორმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

ეროვნულმა ბანკმა ბლუმბერგის სისტემის ახალი Bmatch პლატფორმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრების გამართვა დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, კომპანიის წარმომადგენლები უცხოური ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის ოპერაციების განხორციელებისას Bmatch პლატფორმის გამოყენების ძირითად საკითხებს გაეცნენ.

მათივე ინფორმაციით, ეროვნულმა ბანკმა შეხვედრის მონაწილეებს სავალუტო ბაზარზე საქმიანობის ახალი წესებიც წარუდგინა.

ახალი წესი და Bmatch პლატფორმა სავალუტო ბაზრის მასშტაბური რეფორმის ნაწილია.

„რეფორმა ორ მიმართულებას მოიცავს, ერთი მხრივ, სავალუტო ბაზარზე ახალი წესების შემოღებას, რომელიც გლობალური სავალუტო კოდექსის ქართულ ბაზარზე დანერგვას შეუწყობს ხელს, ხოლო მეორე მხრივ - ბლუმბერგის Bmatch პლატფორმის ამოქმედებას და მასზე ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ერთად კლიენტთა ფართო წრის დაშვებას. კომპანიებს საშუალება ექნებათ საკუთარი განაცხადი ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე განათავსონ და გარიგებები სხვა ფინანსურ დაწესებულებებთან ან კომპანიებთან ბაზარზე იმ მომენტისათვის არსებული საუკეთესო კურსებით დადონ. რეფორმის მიზანია სავალუტო ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი ახალი მიდგომების დანერგვა, უფრო მეტი გამჭვირვალობის მიღწევა, კონკურენციის გაზრდა და მომხარებელთა უფლებების უკეთ დაცვა. სავალუტო ბაზრის რეფორმის პირველი ეტაპის დაწყება 1-ლი ოქტომბრიდან იგეგმება. სწორედ ამ პერიოდიდან ამოქმედდება სავალუტო ბაზარზე საქმიანობის ახალი წესი და მოხდება Bmatch პლატფორმაზე კომპანიების აქტიური დაშვება.

შემდეგი შეხვედრა 16 სექტემებრს გაიმართება.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე - https://www.facebook.com/events/409225883389930/”,- აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა