საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი და გერმანიის ელჩი წითელი ჯვრის ბენეფიციარს ესტუმრნენ

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა წითელი ჯვრის ბენეფიციარი მოინახულეს, რომელსაც დახმარება ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაეწია.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს, COVID-19-ის პანდემიისას თბილისში მცხოვრებ მარტოხელა ხანდაზმულთა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა მხარდასაჭერად, გერმანიის საელჩოსთან საგრანტო თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას საშუალება აქვს დაეხმაროს ადამიანებს, ასევე მიაწოდოს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები.

მათივე ცნობით, ვიზიტისას მხარეებმა შინმოვლის გუნდის თანამშრომლის ჩართულობით, ხანდაზმულს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა