აშშ ერაყიდან 2 200 ჯარისკაცს გაიყვანს

ამერიკის შეერთებული შტატები სექტემბრის ბოლომდე ერაყიდან ჯარის მესამედზე მეტს გაიყვანს, - ამის შესახებ აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის სარდლობის მეთაურმა გენერალმა კენეტ მაკკენზიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა 5 200-დან 3 000-მდე შემცირდება.

შეგახსენებთ, ამერიკული ჯარის ერაყში ყოფნის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის დაღუპვის შემდეგ გახდა, რომელიც იანვარში აშშ-ის სამხედროების მიერ ბაღდადში ჩატარებულ ოპერაციას შეეწირა. სულეიმანის დაღუპვიდან რამდენიმე დღეში ერაყის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს უცხოეთის ჯარების მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო