გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო 11 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის, ბაღისა და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, მურმან ლებანიძისა და ცაბაძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თეთრიხევის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, თენგიზ ჩანტლაძის, ზემო მეტალურგიულის, რქაწითელის, ქინძმარაულის, ჩხავერისა და თაკვერის ქუჩების მოსახლეობას.

10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის, კალოუბნის, შუამთისა და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.

11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდიაშვილის მოედნის, აბო თბილელის, აბესაძის, ახოსპირელის, ლერმონტოვის, ჯიბლაძის, ბეთლემისა და ჩიხლაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:30 -დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, გურამიშვილის გამზირისა და გუდამაყრის ქუჩის მოსახლეობას.

13:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიისა და ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 -დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გაგარინისა და გელოვანის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 -დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, პეტრიწისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 -დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბობ უოლშის ქუჩის მოსახლეობას.

13:00 -დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა