სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსისთვის სანქციების სწრაფად დაწესებას ითხოვენ

სკანდინავიისა და ბალტიის რეგიონის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსისთვის მიმდინარე კვირაში სანქციების დაწესებას და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. ტალინში ნორდიკულ-ბალტიური რვიანის (NB8) შეხვედრა გაიმართა, რომელიც არის რეგიონული თანამშრომლობის არაფორმალური ფორმატი ბალტიის - ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და ნორდიკულ - შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია, ისლანდია, დანია, ქვეყნებს შორის.

შეხვედრისას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ მინისტრებმა ბელარუსში არსებული კრიზისი განიხილეს და ყველა ქვეყანამ სანქციების დაწესების იდეას მხარი დაუჭირა, ასევე ყველა მხარე თანხმდება, რომ ევროპამ კრიზისთან მიმართებაში სრული რეაგირება უნდა მოახდინოს.

„სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ბელარუსში მყოფ ხალხს და ვფიქრობ, რომ ახლა მოქმედების დროა. დღევანდელ ერთობლივ შეხვედრაზე გაჩნდა ერთიანი, ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი იდეა, რომ ამ კვირაში უნდა წარვადგინოთ სანქციები. ვითარება არის ის, რომ ლუკაშენკო ამძაფრებს სიტუაციას, აპატიმრებს და იტაცებს ხალხს, პოლიტიკურ ოპონენტებს და ეს არის ის, რასაც ევროპამ სრულად უნდა უპასუხოს“, - განაცხადა რეინსალუმ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო