ლევან გოგიჩაიშვილი კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდება

დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ის და მისი მეუღლე ახალი კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის ტესტის პასუხს ელოდება.

„მე მგონი, ვირუსი მიფიქსირდება და ალბათ, გადამიყვანენ. ჯერჯერობით არ არის ოფიციალური პასუხი, მაგრამ სავარაუდოდ, მიფიქსირდება მე და ჩემს მეუღლესაც. ახლა არაფერს ვგრძნობ და სიმპოტომები არ მაქვს, თუმცა გუშინ მქონდა სიცხე და მაშინვე გავიკეთე ტესტი. თავდაპირველად კარგი პასუხი იყო, შემდეგ პრობლემა შეიქმნა. დღეს ხელმეორედ ავიღე ტესტი და მე მგონი დადებითია. ახლა ჩემი მშობლების სახლში მარტო ვარ, ველოდები ლაბორატორიიდან ოფიციალურ პასუხს. რასაც დაავადებათა კონტროლი მეტყვის, ისე მოვიქცევი. საბედნიეროდ, ბავშვებს არ დაუდასტურდათ. მე და ჩემი მეუღლე, ალბათ, ერთად გადავალთ. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ოფიციალურად არ არის დადასტურებული“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს