მედეა მეტრეველი - არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქართველ პოლიტიკოსებზე ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტები იზრდება

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქართველ პოლიტიკოსებზე ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტები იზრდება , - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, მედეა მეტრეველმა განაცხადა.

„ლელოს“ ქალთა საბჭო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქართველ პოლიტიკოსებზე გაზრდილი ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტები გავლენას ახდენს არა მხოლოდ მათზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე.

“ლელოს” ქალთა საბჭოს წევრის, მედეა მეტრეველის თქმით, ასევე საფრთხის ქვეშ დგება არჩევნების სამართლიან, მშვიდობიან და თანასწორ გარემოში ჩატარების საკითხი.

„განსაკუთრებით საგანგაშო და დაუშვებელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით მანიპულირება და შანტაჟი, რაც დღევანდელი ხელისუფლების ხელში წლებია, მანკიერ პრაქტიკად იქცა და შესაბამისი ორგანოების მხრიდან არასდროს არ ხდება ასეთ გახმაურებულ შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. “ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭოს წევრები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს და განსაკუთრებით ქალს, ვინც გახდა ან შესაძლოა, გახდეს მსგავსი ზეწოლის მსხვერპლი და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა მოხდეს მყისიერი რეაგირება და მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთა”, - აცხადებს მედეა მეტრეველი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო