„თელასი“ კომპანიის 25 პროცენტიანი წილის გაყიდვის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

ქართული ბიზნეს ჯგუფი „სიბიეს ჯგუფი“ გაცნობებთ, რომ „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.529 %- ის გასასხვისებლად გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გაიმარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „ბესტ ენერჯი გრუპი“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენდა 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობა კი 50 000 ლარი იყო.

„ბესტ ენერჯი გრუპი“, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ მსხვილ ქართულ ბიზნესჯგუფთან - „სიბიეს ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიაა, აქტიურად გეგმავს კომპანიის მართვაში, დედაქალაქის ელექტროსისტემის განვითარებასა და მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდებაში ჩაბმას.

შეგახსენებთ, რომ ბიზნეს ჯგუფს ენერგოსისტემის მართვის მასშტაბური გამოცდილება აქვს და ენერგეტიკასთან დაკავშირებული კომპანიების გარდა, წარმოდგენილია საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

„სიბიეს ჯგუფის“ ჰოლდინგის ქვეშ არიან ისეთი მსხვილი კომპანიები როგორიცაა „თბილისი ენერჯი“, „ვეონ-საქართველო" „საქართველოს ეროვნული ლატარია“, „ჯიესენი“, „თბილისის მიკროავტობუსი“ „რკინიგზის ტელეკომი“ და სხვა.

ბიზნეს ჯგუფი აქტიურად ეწევა სტარტაპების წახალისებას და პატრონაჟს უწევს ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით, ქართველი სტუდენტის მიერ შექმნილ ერთერთ ყველაზე წარმატებულ პროექტს, სოციალურ პლატფორმა Feedc -ს. ამასთან ერთად, გაცნობებთ, რომ "კოვიდ19"-ის მიერ მიყენებული ფინანსური და ეკონომიკური ზიანის მიუხედავად, „სიბიეს ჯგუფის“ მფლობელობაში არსებულ კომპანიებში არ მომხდარა თანამშრომლების ოპტიმიზაცია, და სახელფასო ანაზღაურების შემცირება. „სიბიეს ჯგუფის“ წევრ ყველა კომპანიაში 5000-მდე დასაქმებული დაკავებულ პოზიციაზე განაგრძობს მუშაობას.

„სიბიეს ჯგუფის“ სამოქმედო სტრატეგიის ერთერთი მთავარი კომპონენტი ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში, ჯგუფის მფლობელობაში წარმოდგენილი აქციების რაოდენობის გამსხვილება გახლავთ და წარმატებული ქართული მსხვილი ბიზნეს მოდელის შექმნა , - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო