ლევან ბოძაშვილი - მოსახლეობას ყელში აქვს ამოსული აქამდე არსებული ყველა პოლიტიკური ძალა, ისინი პოლიტიკურ დინოზავრებს წარმოადგენენ

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის ლევან ბოძაშვილის განცხადებით, მოსახლეობას აქამდე არსებული ყველა პოლიტიკური პარტია „ყელში აქვს ამოსული“.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, არსებული პოლიტიკური პარტიები დღეს „პრაქტიკულად წარმოადგენენ პოლიტიკურ დინოზავრებს“.

„ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ დიდი ალბათობაა კოალიციური მთავრობის შექმნის, რამდენად კარგია მომავალში კოალიციური მთავრობა, ამას ჩვენ პრაქტიკაში თუ არ დავინახავთ, ისე ვერ განვსაზღვრავთ. რა ძალებს შორის მოხდება, ეს დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა ამჟამინდელი მმართველი პარტია 40 - პროცენტიანი ჩამკეტის, ბარიერის გადალახვას.

იმას, რასაც მმართველი გუნდი ამბობს, 60 პროცენტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფა 8 -წლიანი მმართველობის თავზე, ჩემი აზრით, არარეალური და გადაჭარბებულია. „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული. ხელისუფლებაში 8- წლიანი ყოფნის შემდეგ უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს რა ახალი სახე გეყოლება ასეთ დროს, მოსახლეობას უკვე ნდობა აღარ აქვს, სიახლე აღარ არის საშველი და მაშველი რგოლი პარტიისთვის 8 წლის თავზე. აბსოლუტური დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ არამარტო სიახლე სურს მოსახლეობას, არამედ ყელში აქვს ამოსული აქამდე არსებული ყველა პოლიტიკური ძალა. ისინი პრაქტიკულად დღეს წარმოადგენენ პოლიტიკურ დინოზავრებს. 8 წლის განმავლობაში ვერ შეიქმნა ვერცერთი სახელმწიფოებრივი გეგმა. მე არ მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გარისკოს საკუთარი თავი და შეეცადოს არჩევნების გაყალბებას“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ხელისუფლება უნდა გადანაწილდეს აუცილებლად ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო.

„პირველი, ყველა გონივრულობას სცდება 8 წლის განმავლობაში ორი ვადით უმრავლესობაში დარჩენა. არ არსებობს ასეთი ფენომენი ჩვენს პარტნიორ ქვეყნებშიც კი და მეორე, ხალხსაც აღარ სურს ერთი და იგივე სახეების 8 წლის განმავლობაში ყურება. ქართული საზოგადოება დგას იმ არჩევანის წინაშე, რომ გააგრძელოს იმ წრეზე ტრიალი, რომელიც იყო აქამდე ან ახალ ძალებს, ახალ პროგრამებს კარგად ჩახედოს. გარდა ამისა, ყველაფერი წყალში ჩაეყრება „ოცნებას“ თუ ვირუსი გაექცევა. ის დახმარებებიც, 200, 300 და 600 ლარი რომელიც ვალით გასცა და დაარიგა“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა