შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესზე დღეს 4 მოწმე დაიკითხა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატებმა განუცხადეს, პროცეზე გამოიკითხა, დაზარალებული გიორგი ქათამაძე, საქმის ერთ-ერთი მოწმე მარიამ ხატისკაცი და 2 გამომძიებელი.

როგორც დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს ქათამაძის ადვოკატმა ერმილე ჭეიშვილმა განუცხადა, ქათამაძემ კონკრეტული პირების იდენტიფიცირება ვერ მოახერხა, თუ ვინ მიაყენა დაზიანებები, იმ მიზეზის გამო, რომ ხიდზე მომხდარი პირველი ინცინდენტის შემდეგ გაითიშა.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ თავდამსხმელ 6 პირს ბრალი დაუზუსტდეს.

„შესაბამისად, პიროვნებების ამოცნობა მას არ შეუძლია. ინციდენტის მომენტში ვერცერთი მათგანი ვერ იცნო, მანამდეც არ ჰყავდა ნანახი. ქათამაძეს არავისთან კონფლიქტი იმ საღამოს არ ჰქონია. ჩვენებაში რაც უწერია, ქათამაძემ დღესაც იდენტური ჩვენება მისცა. როგორც უკვე გითხარით, თავადაც იმალებოდა კონფლიქტის შემდეგ. ვერ გეტყვით, ვის დაურეკა საბურთალოელებიდან. რამდენიმე ზარი აქვს განხორციელებული თავის ახლობლებთან, რათა დახმარებოდნენ. ქათამაძეს არავისთვის ტელეფონის ნომერი არ გამოურთმევია. ქათამაძემ მიაწოდა თავისი ნომერი. მას მიაკითხეს მეგობრებმა და დატოვა მაგისტრალი მათთან ერთად, გადავიდა საავადმყოფოში. ადამიანს მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული და ამ საკითხების აღქმა და დამახსოვრება მისთვის რთული იყო. დაზიანებებთან დაკავშირებით მე პირადად მივაწოდე დამატებით გამოძიებას ის დოკუმენტაცია, რაც მოვიპოვე. სამწუხაროდ, ექსპერტიზის დასკვნა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ვერ გეტყვით დამძიმდება თუ არა იმ 6 პირის ბრალი. არ გამოვრიცხავ რომ ბრალის დაზუსტება მოხდეს. ჩვენი ვარაუდით დაზიანებები უნდა იყოს მძიმე, რადგან ის მას სახეზე დღესაც ეტყობა“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა