გიგლა მიქაუტაძე - ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე გაანიავა ქართველი ხალხის ქონება

„ლელოს" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე მთავრობის მიერ თელასში 25%-იანი წილის მიზერულ თანხად გაყიდვას გამოეხმაურა.

როგორც მიქაუტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ კიდევ ერთხელ გაანიავა ქართველი ხალხის ქონება.

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ერთი წლის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომელსაც მთავრობა უარყოფდა, დადასტურდა და დღეს სახელმწიფო აქტივი კონკურენციის გარეშე გასხვისდა.

„საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ კიდევ ერთხელ გაანიავა ჩვენი, ხალხის ქონება და თელასში 25%-იანი წილი მიზერულ ფასად გაყიდა. ერთი წლის წინ გავრცელდა ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ ის ბიზნესჯგუფი, რომელმაც დღეს შეიძინა ეს წილი, აპირებდა თელასის ყიდვას, თუმცა მაშინ მთავრობა უარყოფდა ამ ფაქტს. ამიტომ ვსვამ კითხვას, რა შეიცვალა მას შემდეგ, რატომ აღმოჩნდა ასე სასწაფოდ აუცილებელი შუა კორონა ეპიდემიის დროს, როდესაც ზოგადად შემცირებულია ინტერესი ინვესტორების მხრიდან, სასწაფოდ, ერთ თვეში გაყიდულიყო ეს აქტივი", - განაცხადა მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, ამასთან, დაბალი იყო საწყისი ფასი - დაახლოებით 10 მილიონ დოლარი, მაშინ, როდესაც თელასის 75% 1998 წელს გაიყიდა 25 მილიონ დოლარად.

„მას შემდეგ კომპანიაში განხორციელდა დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიცია. დღეს ამ პირობებში სახელმწიფო ამბობს, რომ ის 25%-იანი წილი, რომელიც დარჩა ქვეყანას, მხოლოდ 10 მილიონი დოლარი ღირს. ეს ცალსახად არის კორუფციული და საეჭვო და ჩვენ ამას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ", - განაცხადა მიქაუტაძემ და მთავრობას რამდენიმე კითხვით მიმართა, კონკრეტულად კი, გახარიასგან ელოდება პასუხს, რატომ გახდა აუცილებელი სასწაფოდ თელასში სახელმწიფო წილის გაყიდვა და რატომ ასეთ დაბალ ფასად. ის მოითხოვს, გასაჯაროვდეს აუდიტორული დასკვნა და ყველა იმ კომპანიის სია, რომელიც სახელმწიფომ აუქციონში მოიწვია, თუ ასეთი არსებობს ბუნებაში.

გიგლა მიქაუტაძემ მიმართა ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომ შეაჩერონ მიმდინარე პროცესი, შეიწავლონ კარგად და დასვან იგივე კითხვები, რასაც სვამს "ლელო" და სანამ არ მიიღებენ პასუხებს, ტანზაქცია არ ჩათვალონ შესრულებულად“, -აცხადებს მიქაუტაძე.

მან ასევე ისაუბრა პარტიის „მარშალის“ გეგმაზე.

"მე მინდა გითხრათ, რომ ლელოს "მარშალის გეგმის" მიხედვით სახელმწიფო კომპანიები განკერძოვდება გამჭვირვალე გზით. ჩვენ დავამკვიდრებთ ახალ სტანდარტს, როდესაც სახელმწიფო ქონება გასხვისდება მხოლოდ საფონდო ბირჟის საშუალებით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, მცირე წილი მაინც შეიძინოს სახელმწიფო ქონებიდან. ამით დავასრულებთ სახელმწიფო ქონების მიტაცება-განიავების მანკიერ ტრადიციას საქართველოში", - განაცხადა მიქაუტაძემ.

მიქაუტაძის განცხადებას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა