„ქართული ოცნება“ საარჩევნო სიის ოცეულს, პრემიერ-მინისტრობისა და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს

დღეს, 10 სექტემბერს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციას გამართავს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი დაასახელებს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურასაც.

პრეზენტაცია 20:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიება მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.

როგორც ცნობილია, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ივლისში წარადგინა.

"ქართულ ოცნებას" მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს 30-ვე საარჩევნო ოლქში ჰყავს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა