ადვოკატის განცხადებით, მარიამ ხატისკაცის ჩვენების თანახმად, ახვლედიანმა და ამირხანაშვილმა დაარწმუნეს, რომ პოლიციაში არ დაერეკა, რადგან გიორგი შაქარაშვილი გამოჩნდებოდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ლ.შ.-ს ადვოკატის ზაქრო გვიშიანის განცხადებით, დღეს მარიამ ხატისკაცმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას აღნიშნა, რომ ვახო ახვლედიანმა და გურამ ამირხანაშვილმა ის დაარწმუნეს, პოლიციაში არ დაერეკა, რადგან დაკარგული გიორგი შაქარაშვილი გამოჩნდებოდა.

ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„მარიამ ხატისკაცმა თქვა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ლ.შ.-ს იცნობს, ადრეც შეხვედრია და შეხვდა ანა გაბეჩავას წინა იუბილეზე ერთი წლის წინ. დადებითად ახასიათებს, რაც შეეხება კონფლიქტს, ის არცერთ ეპიზოდში არ შესწრებია და მხოლოდ გაშველების მომენტი დაინახა, აგარაკზე, კიბეების ეპიზოდში.

შემდგომში ისინი წავიდნენ ლისზე, გაიგო რომ ბიჭი იყო დაკარგული, გიორგი შაქარაშვილი, წვეულების ერთ-ერთი სტუმარი. მან ჩემს კითხვაზე, ჰქონდა თუა არა სურვილი, რომ პოლიციაში დაერეკა, მიპასუხა, რომ ძალადობით და იძულებით არა, მაგრამ მიმოწერა ჰქონდა ვახო ახვლედიანთან და გურამ ამირხანაშვილთან, ისინი ეუბნებოდნენ, რომ პრობლემა არ იქნებოდა, გამოჩნდებოდა, რასაც უფრო თხოვნის სახე ჰქონდა - გამოჩნდებოდა და არ იყო საჭირო პოლიციაში დაერეკა. მათ სთხოვეს, გადაარწმუნეს რომ პოლიციაში არ დაერეკა. იმავე საღამოს, როცა ის წავიდა ლისზე და შემდეგ თემქაზე, ამირხანაშვილთან და ახვლედიანთან საუბრისას სთხოვეს, რომ იპოვიდნენ და სანერვიულო არაფერი იყო. ამიტომ არ დარეკა პოლიციაში ხატისკაცმა“,- განაცხადა გვიჩიანმა.

რაც შეეხება დღეს პროცესზე დაკითხულ მეორე მოწმეს, გიორგი ქათამაძეს, ქათამაძე კონკრეტულად ვერცერთ პირს ვერ ასახელებს თუ ვინ იძალადა მასზე.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა