მიხეილ რამიშვილი - თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილიდან ამოღებულია ვადაგასული მედიკამენტები

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ავტომობილში, რომელშიც გარდაცვლილი იპოვეს, კოსმეტიკის ჩანთაში ვადაგასული მედიკამენტებია აღმოჩენილი. ამის შესახებ რამიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, ამავე კოსმეტიკის ჩანთაში იყო ჩაწყობილი იმ წამლების ფირფიტები, რაც სავარაუდოდ, ბაჩალიაშვილის ორგანიზმშია აღმოჩენილი.

„ავტომობილიდან ამოღებულია ვადაგასული მედიკამენტები. ეს ძალიან უცნაურია. თეონა თამაზაშვილი ექიმია და პირველი შეკითხვა მასთან მე დავსვი, თუ მოიძებნება თქვენთან სახლში ვადაგასული მედიკამენტები? ეს კითხვა ძალიან გაუკვირდა. თქვა, რომ ვადაგასულ მედიკამენტებს ყრის.

გამორიცხულია, რომ აფთიაქმა გაყიდოს 2016, 2017 წლის მედიკამენტები. ისეთი მედიკამენტები აღმოაჩნდა, როგორიც არის „ნოშპა“, „დიმედროლი“, „დიბაზოლი“. ესენი არის 2016, 2017 წლის. ლამაზად იყო ჩალაგებული. ეს ყველაფერი საქმეში დევს და დღემდე არ დაინტერესებულა გამოძიება. ეს ყველაფერი იყო პარფიუმერიის ჩანთაში. ამავდროულად, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ცარიელი ფირფიტებიც კი ლამაზად იყო ჩალაგებული

კოსმეტიკის ჩანთაში. წყალში რომ ჩაყარო ეს აბები ან უნდა დაფშვნა, ან უნდა დაელოდო გარკვეული ხანი. ამ მედიკამენტებს ყველაზე მცირე, 5-10 წუთი სჭირდება, რომ რეაქცია მოახდინოს, ინექციის შემთხვევაში - 10-15 წამი. თქვენ წარმოიდგინეთ, ავტომობილი თუ იქ იდგა, 10-15 წუთი პლიუს 40 გრადუს სიცხეში, კონდიციონერი გამორთული, ოთხივე მინა დახურული, ავტომატურ რეჟიმში თვითგადარჩენის რეაქცია აუცილებლად ჩაირთვებოდა.

ამასთან, როდესაც სპეციალისტებს ვკითხე მითხრეს, რომ ამ შემადგენლობის მედიკამენტებს ვერ დალევს ადამიანი თუ არ არის კარგი მცოდნე. აქედან გამომდინარე ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ 40 გრადუს სიცხეში, მინებდახურულ ავტომობილში იჯდე მინიმუმ 10 წუთი და რეაქცია არ ჩაგერთოს, აუცილებლად ჩაირთვებოდა რეაქცია, რომ ავტომობილის კარი მაინც გაეღო“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე