თამარ ბაჩალიაშვილის დედა - დეა კაპანაძის სახლთან პატრულის მანქანა პატრულირებს და იცავს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის მეგობარს, დეა კაპანაძეს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იცავენ. მან ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც თეონა თამაზაშვილი აღნიშნავს, თამარ ბაჩალიაშვილი სავარაუდოდ, საფრთხეს სახლიდან გასვლის დღეს ვერ გრძნობდა, რადგან ისეთმა ადამიანმა გაიყვანა, ვისაც ენდობოდა.

„იმ დღეს სავარაუდოდ, ვერ გრძნობდა საფრთხეს, რადგან ისეთი ვინმეს გაყვანილია სახლიდან იმას ენდობოდა და იმიტომ გავიდა. არ მაქვს ეჭვი ვისი, ვერ დავადასტურებ ამას. ვიდრე არ მექნება მტკიცებულება, ამის გაჟღერებას აზრი არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ თამუნას მეგობრებმა იციან გაცილებით მეტი, იმიტომ იცავენ პატრულის მანქანები. რისგან იცავენ? სავარაუდოდ სიმართლისგან. მეგობრის დეა კაპანაძის სახლთან დგას პატრულის მანქანა და პატრულირებს. მე გუშინ გავიგე ამ ყველაფრის შესახებ“, - განაცხადა მან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს