გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო დეპარტამენტმა საქართველოს საექსპორტო დაფინანსება 3 მილიარდი ფუნტი სტერლინგით გაუზარდა

გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო დეპარტამენტმა საქართველოს 3 მილიარდი ფუნტი სტერლინგით გაუზარდა საექსპორტო დაფინანსება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვენდი მორტონმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

„ეს დამატებითი დახმარება ქართულ კომპანიებს ახალი პროექტების განხორციელებაში დაეხმარება და მათ ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს შეუქმნის" , - წერს ვენდი მორტონი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო დეპარტამენტს ტვიტერის გვერდზე მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით ეს დახმარება საქართველოში ეკონომიკური შესაძლებლობებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას ემსახურება.

„ უაღრესად ვაფასებ გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო დეპარტამენტის ძალისხმევას დაეხმაროს ქართულ კომპანიებს წარმატების მიღწევასა და თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზებაში" - წერს დავით ზალკალიანი.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო