კალიფორნიის ტყის ხანძარს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კალიფორნიის ტყის ხანძარს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და წელს დაღუპულთა საერთო რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ხანძრის შედეგად გაჩენილი კვამლის გამო სან-ფრანცისკოს რეგიონში ცამ ნარინჯისფერი შეფერილობა მიიღო.

ცნობისთვის, კალიფორნიის ტყის ხანძარს დაახლოებით 14 000 მეხანძრე ებრძვის. თუმცა, სტიქიასთან გამკლავებას შტატში დაფიქსირებული რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ართულებს.

ტყის ხანძრის შედეგად წელს შტატში 1 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა დამწვარი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა